პროექტში ჩართულობა: მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა
"ლისი ორიენტირი" ბუტიკური ტიპის კერძო სახლებზე გათვლილი უბანია ლისის ტბის ნაპირთან, სადაც მხოლოდ 24 ოჯახი იცხოვრებს. პროექტი ლისის ტბის ნაპირთან მხოლოდ 300 მეტრში, ხოლო ცენტრალური (ლეო კვაჭაძის) ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. 500 მეტრის რადიუსშია 4 წამყვანი სკოლა. აქ დაგხვდებათ გამართული ინფრასტრუქტურა: გარე განათება, ყველა კომუნიკაცია მიყვანილი ნაკვეთამდე, ასფალტირებული გზა, სანიაღვრე სისტემები.
პროექტს ახორციელებს სამშენებლო კომპანია GRG, რომელიც აქტიურად მართავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს მასშტაბით.
GREA - ს ხელმძღვანელობით შეიქმნა კომპანიის ბრენდინგი, საკომუნიკაციო სტრატეგია, დამუშავდა პროექტის აქრიტეტურული მასალები და შემუშავდა გაყიდვების სტრატეგია. დღეს პროექტის გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას ექსკლუზიურად მართავს საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო.
პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026 წლის მარტში სრულდება.
ვებ-გვერდი: WWW.ORIENTIRI.GE
წელი: მიმდინარე