უძრავი ქონების სექტორში წარმატებული პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი წინაპირობაა დეტალური წინასაპროექტო კვლევის ჩატარება, პროექტის განხორციელების ყველა ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლა, რისკებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და ანალიზი.
ეს ეტაპი წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს პროექტის საწყისს ეტაპზე და მისი მთავარი მიზანია სწორი მოლოდინების შექმნა ინვესტორისთვის.
უძრავი ქონების ახალი პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური ფაქტორების ანალიზს;
- ბაზრის ანალიზს;
- კონკურენტების ანალიზს;
- პროექტის ხარჯების ანალიზს;
- სამშენებლო ხარჯების ანალიზს;
- გაყიდვების და შემოსავლების პროგნოზის შედგენას;
- პროექტის განხორციელების ფინანსური მოდელირებას.
ჩვენ გირჩევთ პროფესიონალი კონსულტანტის ჩართვას ადრეულ ეტაპზე, რომელიც დაგეხმარებათ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებასა და ფინანსურად წარმატებული პროექტის დაგეგმვაში, იქნება ეს მიწის ნაკვეთის შეძენა დეველოპერული პროექტის განვითარების მიზნით, თუ სხვა ტიპის კომერციულ, საოფისე ან საცხოვრებელი ტიპის უძრავ ქონებაში ინვესტირება.