en

ჩვენს შესახებ

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს  მიზანია ხელი შეუწყოს დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი, ფინანსურად მომგებიანი პროექტების შექმნაში და მათ კომერციალიზაციაში.


ჩვენი გუნდის 20 წლიანი გამოცდილება უკავშირდება საქართველოს უძრავი ქონების სექტორში მოქმედ ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს და პროექტებს, რომელთა განვითარებაში გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. ეს გამოცდილება გვაძლევს საშუალებას და ამბიციას ვიყოთ ყველაზე სანდო და საჭირო პარტნიორები ჩვენი კლიენტებისთვის და მათთან ერთად განვავითაროთ როგორც მათი კომპანიები და პროექტები, ისე საქართველოს უძრავი ქონების სექტორი.


ჩვენ კლიენტებს ვემსახურებით დეველოპმენტის სრული ციკლის ყველა ეტაპზე, რაც მოიცავს მიწის შერჩევას, კონცეფციის დეველოპმენტს, არქიტექტურულ პროექტს, მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიასა და მის აღსრულებას, ასევე გაყიდვების შემდგომ მომსახურებას. 
ჩვენ ვეხმარებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, ქონების მართვაში და საჭიროების შემთხვევაში დაგროვილი ქონების რეალიზებაში.


საერთაშორისო კლიენტებისთვის ჩვენ ვართ სანდო გიდები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. 

ნინო აბსანძე

დამფუძნებელი

ნინო აბსანძე

გვიხარია რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ დაგეხმაროთ წარმატებული დეველოპერული პროექტის დაგეგმვაში. დაგვიკავშირდით და ჩანიშნეთ ჩვენთან საკონსულტაციო შეხვედრა.

ჩვენი გუნდი

კომპანიის მმართველი გუნდი გეგმავს და ავითარებს კლიენტების დეველოპერულ პროექტებს უძრავი ქონების სექტორში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით. 

ჩვენს გუნდში (მარკეტინგი, გაყიდვები, ქოლ ცენტრი, პროექტების მართვა) შემოერთების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: info@grea.ge

თეონა სიჭინავა

მარკეტინგის დირექტორი

ნათია ჟღენტი

აღმასრულებელი დირექტორი

სოფიო დაფქვიაშვილი

კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი

ჩვენი პარტნიორები