პროექტში ჩართულობა: მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა
ქისთოუნ დეველოპმენტი საინვესტიციო ჰოლდინგის, ქისთოუნ ინვესტენთსის პორტფელში შემავალი კომპანიაა, რომელიც გამორჩეულ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს შემატებს ქალაქს, კრწანისში - ვახტანგ გორგასალის 73 ნომერში. გვჯერა, რომ ბევრისთვის ეს ადგილი იქნება ცხოვრების ათვლის ახალი წერტილი.
პროქტი, მისი მასშტაბისა და გამორჩეული არქიტექტურული იერსახის დამსახურებით თბილისის ერთ-ერთ თვალსაჩინო და აღსანიშნავ მულტიფუნქციურ სივრცედ მოინიშნება.
პროექტის ჯამური მოცულობა 110 000 კვ.მ-ს შეადგენს, მოიცავს სამ მაღალსართულიან საცხოვრებელ ბლოკს, კომერციულ სივრცეებს, ბიზნეს ცენტრსა და 2 დონიან მიწისქვეშა პარკინგს, ასევე სუპერმარკეტს, კაფე-რესტორანს და ადამიანების კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო სხვა სივრცეებს.
კომპლექსს გამოარჩევს 1 ჰექტარი ზომის პარკი მოსასვენებელი და სპორტული ზონებით.
არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ცნობილ ქართველ არქიტექტორს გიორგი ხმალაძეს, პროექტის მშენებლობა კი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.
ვებგ-ვერდი: WWW.KEYSTONE.GE
წელი: მიმდინარე