საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და დეველოპერულ კომპანია „სამგორი თაუერ“-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა და 2025 წლის მაისიდან კომპანიის კომერციულ მიმართულებას ექსკლუზიურად GREA ხელმძღვანელობს.
სამგორი თაუერი ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური კომპლექსია სამგორის მეტროსთან, 4500 გამწვანებული და დახურული ეზოთი, რომელის სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის იანვრიდან აქტიურად მიმდინარეობს.
კომპანიის მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს სამშენებლო სექტორში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება და 10 წლის განმავლობაში დასრულებული არაერთი საცხოვრებელი, კომერციული თუ სასტუმრო შენობა რომელიც თბილისის სვადასხვა უბანში დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.
„ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალური კონცენტრაცია სამშენებლო პროცესებზე გაგვეკეთებინა, ვინაიდან ჩვენვის უმნიშვნელოვანესია დანაპირების შესრულება დათქმულ ვადებში, ისევე როგორც ხარისხი, რასაც სამშენებლო პროცესის ყველა ეტაპის მაქსიმალური დაცვით ვაღწევთ.
GREA-სთან პარტნიორობა მოგვცემს საშუალებას აქცენტი წორედ სამშენებლო პროცესებზე გადავიტანოთ, პროექტის კომერციული მიმართულება კი გამოცდილ გუნდს ჩავაბაროთ. გვჯერა რომ ეს თანამშრომლობა მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ საერთო მიზანს: ჩვენმა მომავალმა მობინადრეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება, შემდგომში დათქმულ ვადაში ჩაიბარონ ბინა და თავი იგრძნონ მშვიდად, კომფორტულად და უსაფრთხოდ.“ - განაცხადა სამგორი თაუერის დირექტორმა გიორგი ვანიშვილმა.
„თანამშრომლობის შედეგად GREA - მ შეიმუშავა გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგია, დაინერგა მომსახურების ახალი სტანდარტი და დღეს უკვე წარმატებით ვმართავთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ პროექტს სამგორში“. განაცხადა GREA - ს დირექტორმა ნინო აბსანძემ.
სამგორი თაუერის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: WWW.SAMGORITOWER.GE