GREA - საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო წამყვანი კომპანიაა დეველოპერული პროექტების გაყიდვების აუთსორსინგის მიმართულებით.
გვესაუბრება საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი - ნინო აბსანძე.
GREA-ს სახელით ოთხი წელია ვოპერირებთ ბაზარზე, თუმცა ჩემი გამოცდილება უკვე 20 წელია უკავშირდება დეველოპერულ სექტორს, მას მერე რაც პირველი პროექტის გაყიდვები 2003 წელს განვახორციელე. ჩემს პორტფელშია ათობით დეველოპერული პროექტი, რომლის განვითარებაშიც წვლილი მაქვს შეტანილი. დღეს უკვე GREA-ს სახელით რამდენიმე მსხვილ დეველოპერულ პროექტს ვმართავთ თბილისში და მის შემოგარენში და ვეწევით საკონსულტაციო მომსახურებას დეველოპერული კომპანიებისათვის.
რა გამოწვევების წინაშე დგანან დეველოპერული კომპანიები დღეს?
ისეთი მაღალი კონკურენციის პირობებში, როგორიც დღესაა უძრავი ქონების სექტორში, პროექტის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის თუ რამდენად სწორად იმართება კომერციული მიმართულება.
მაგალითად, დღეს გაყიდვებისთვის ვამზადებთ პროექტს, რომელსაც ახლო რადიუსში თხუთმეტამდე კონკურენტი ჰყავს. ასეთ პირობებში გაყიდვების კომპლექსური სტრატეგიის გარეშე ბაზარზე გასვლა დიდ ფინანსურ რისკებს უკავშირდება. შესაბამისად ჩვენი კლიენტები არიან კომპანიები რომლებსაც გააზრებული აქვთ ჩვენი კომპანიის მნიშვნელობა მათი პროექტების წარმატებაში.
რატომ GREA?
ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებაა არამხოლოდ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, არამედ პროექტირებისა და მშენებლობის ტექნიკური მიმართულებითაც, რაც ჩვენს მომსახურებას ბაზარზე გამორჩეულს ხდის.
ჩვენ ინვესტორებს ვემსახურებით მიწის ნაკვეთის მოძიებიდან დაწყებული, პროექტირების და ნებართვის მოპოვების ეტაპების ჩათვლით.
დღეს მომხმარებელი საკმაოდ გათვითცნობიერებულია და ყურადღებას აქცევს უძრავი ქონების ყველა დეტალს მის შერჩევისას, რომლის გააზრებაშიც ჩვენ პროექტის დაგეგმვის ეტაპზევე ვეხმარებით დეველოპერს.
რას ურჩევდით კომპანიებს რომლებიც ახალი დეველოპერული პროექტის დაწყებას გეგმავენ?
ჩვენ ხშირად მოგვმართავენ უკვე შეთანხმებული პროექტით და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში საჭირო ხდება არაერთი კორექტირების შეტანა პროექტში, რის გამოც იკარგება დროც და რესურსიც. ჩვენი რჩევა იქნებოდა პროექტის საწყის ეტაპზევე გამოიყენონ ჩვენი საკონსულტაციო სერვისი, მიიღონ ისეთი რჩევები, რაც მათ პროექტს ბევრად ლიკვიდურს გახდის.