2026 წელს უძრავი ქონების ბაზარი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბაზრის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეალიზებული ბინების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა.
ბაზარზე არსებული მაღალი აქტივობა და მოთხოვნა ქმნის მოლოდინს, რომ 2026 წელს უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება.
რა ფაქტორები განაპირობებს ამ ზრდას? როგორია მყიდველების ქცევა და რა გავლენას ახდენს არსებული ეკონომიკური გარემო უძრავი ქონების სექტორზე?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნინო აბსანძე საუბრობს BMG-ის გადაცემაში „საქმის კურსი“.