საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი ნინო აბსანძე და არსენალი რეზიდენსის დირექტორი ლევან ქარუმიძე BMG-ის ეთერში საუბრობენ GREA-ს ექსკლუზიურ პროექტზე არსენალი რეზიდენსზე.
პროექტი გამორჩეულია ადგილმდებარეობით, რომელიც ძველი თბილისის უბანში, სამებასთან 650 მეტრში ვითარდება. საცხოვრებლიდან იშლება განსაკუთრებული ხედები ძველ თბილისსა და სამებაზე. აღსანიშნავია კომპლექსის აქრიტექტურული მხარე, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისის იერსახეს.
ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი სულ 4 ბლოკისგან შედგება, რომლის A და B ბლოკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ბინების 70% უკვე გაყიდულია. კომპანია როგორც ყოველთვის, ახლაც ანებივრებს მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და საზაფხულო აქციას აანონსებს.
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო და არსენალი რეზიდენსი უკვე 1 წელია თანამშრომლობენ.
GREA ექსკლუზიურად მართავს არსენალი რეზიდენსის კომერციულ მიმართულებას.
გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ www.ar.ge